გაიცანი კომაროველი:კომაროველი ანა ონოფრიშვილი სრული დაფინანსებით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) ჩაირიცხა
- 18 იანვარი, 2022
წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს - ანა ონოფრიშვილს!
ანა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) (აშშ) ჩაირიცხა სრული დაფინანსებით მათემატიკის ფაკულტეტზე!
Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.
ანა დაჯილდოებულია კომაროვის სკოლის 2021 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის სიგელით.
საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეზე ანას მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო - მედალი.
ანა არის:
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი. მოსწავლეობის პერიოდში თავად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ოლიმპიადაზე, რომელშიც სხვადასხვა წელს დაჯილდოვდა სამი ოქროს და ვერცხლის მედლებით.
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) სარეიტინგო სიაში “Hall of Fame” ანა მეოთხე ადგილს იკავებს.
EGMO-ს “დიდების დარბაზი” დგინდება ევროპის რეგიონიდან წარდგენილი მონაწილეთა მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობით. ასევე, რეიტინგში ხვდებიან "სტუმარი ქვეყნების" ოლიმპიელებიც. “დიდების დარბაზი” ერთერთი ყველაზე პრესტიჟული მათემატიკური რეიტინგია გოგონებისთვის.
ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.
საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია 2020 და 2021 წლების ოლიმპიადებზე.
ირანის გეომეტრიის ოლიმპიადის (IGO) ოქროს სახაზავის მფლობელი.
მოპოვებული აქვს ევროპის მათემატიკის თასის (EMC) პირველი პრიზი და პირველი ადგილი - ოქროს მედალი.
2021 წლის რუმინეთის საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის (RMM) ბრინჯაოს მედალოსანია, ხოლო 2020 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ანას !